ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 25 154 პირს შეუწყდა
ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 25 154 პირს შეუწყდა. ამის მიზეზი კი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაა.
ასეთია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემები.
კერძოდ, ამ მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2023 წელს 28 სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა 2 189 პირს შეუწყდა. სტატისტიკა ყველაზე მაღალი იყო 2013 წელს, როდესაც აღნიშნული მიზეზით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი – 11 758 პირს ეთქვა.
წლების მიხედვით კი, რუსეთის მოქალაქეობის გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2013 წელი – 11 758 პირი;
2014 წელი – 2 874 პირი;
2015 წელი – 2 523 პირი;
2016 წელი – 1 071 პირი;
2017 წელი – 1 206 პირი;
2018 წელი – 877 პირი;
2019 წელი – 692 პირი;
2020 წელი – 252 პირი;
2021 წელი – 354 პირი;
2022 წელი – 1 358 პირი;
2023 წელი (28 სექტემბრის მდგომარეობით) – 2 189 პირი.