კახეთში მეგობრის იარაღიდან გასროლით კაცი დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბუის ტყეში, ნადირობის დროს 27 წლის კაცი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა.
დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.