ახალი ამბები

დღეიდან ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა

დღეიდან ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა.

მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.

მთავრობის დადგენილებით, ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდეა დაწესებული. მთავრობამ გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტის მზარდი ტენდენციის ფონზე მიიღო, რაც თავის მხრივ განპირობებულია ძირითადად, რუსეთში ფქვილზე დაბალი ფასით, რასაც ადგილობრივი წისქვილკომბინატები კონკურენციას ვერ უწევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს გადაწყვეტილებები პურის ფასზე არ იმოქმედებს და პური არ გაძვირდება.