ახალი ამბები

გურჯაანში, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულ მცირეწლოვანს დახმარება ესაჭიროება

გურჯაანში, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულ მცირეწლოვანს დახმარება ესაჭიროება.

პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით მოზარდი მძიმედ დაშავდა. მას ტყვია თვალში მოხვდა, გადავიდა ტვინში და დააზიანა ტვინის უჯრედები.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადამ, სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვი კომაშია და მას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

მცირეწლოვანის სამკურნალოდ გროვდება თანხა:

#GE98TB7359545061100059
#GE27BG0000000537697223
მიმღები: ნათია სოლომნიშვილი-დედა