ახალი ამბები

შემეცნებითი ტურნე რეგიონებში- საქართველოში მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი იწყება

აზროვნების აკადემიის ორგანიზებით იწყება მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში – შემეცნებითი ტურნე რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში, აზროვნების აკადემიის ლექტორები(ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები) ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს. შეხვედრები იქნება საჯარო და რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.

შემეცნებითი ტურნეს მთავარი პარტნიორია: Toyota Center Tegeta / ტოიოტა ცენტრი თეგეტა, პარტნიორი: ავერსი ფარმა – Aversi Pharma. თელავში შეხვედრა 23 დეკემბერს გაიმართება.

აზროვნების აკადემიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება შემდეგი შეხვედრები:

▪ ბათუმი – 28 ოქტომბერი – ლევან გიგინეიშვილი – ,,ჭეშმარიტება და თავისუფლება: ძველი და ახალი გააზრებები”
▪ ოზურგეთი – 29 ოქტომბერი – ლევან გიგინეიშვილი – ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, ვარიაცია ვაჟა-ფშაველას და მერაბ მამარდაშვილის ნააზრევზე”
▪ ბორჯომი – 11 ნოემბერი – ნინო ბუაძე – ,,პოზიტიური აღზრდა”
▪ გორი – 12 ნოემბერი – რეზო კორინთელი – ,,თვითრეალიზაცია”
▪ ამბროლაური – 18 ნოემბერი – ნინი ელბაქიძე – ,,პიროვნების განვითარების ეტაპები”
▪ ზუგდიდი – 25 ნოემბერი – ანდრო დგებუაძე – ,,თვითშემეცნება”
▪ ქუთაისი – 26 ნოემბერი – ანდრო დგებუაძე – ,,თვითმოტივაცია”
▪ დუშეთი – 3 დეკემბერი – ზურა მხეიძე – ,,თაობათაშორისი ურთიერთობები”
▪ რუსთავი – 11 დეკემბერი – მარინა კაჭარავა – ,,პოზიტიური აზროვნება”
▪ თელავი – 23 დეკემბერი – ანა ქირია – ,,ახლისა და მომავლის ფილოსოფია”

შეხვედრებზე დასწრება თვისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0322 15 15 40