,,პროგრესის ცენტრი” თელავში, პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს
თელავში, ,,პროგრესის ცენტრი” პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში აცხადებს ახალი ნაკადის მიღებას.
პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში მსურველები შეისწავლიან: საკუთარი უფლებების ადვოკატირებას; სახელმწიფო სტრუქტურებში პოლიტიკური საკითხების, ინიციატივების დაყენებას; საჯარო გამოსვლების ხელოვნებას; პოლიტიკური დებატების კულტურას;
პროგრესის ცენტრის ინფორმაციით, ვორქშოფების/სემინარების ფარგლებში მსურველები ლექციებს მოისმენენ წარმატებული ლიდერებისგან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
,,განაცხადის მიღების ბოლო დღეა 15 ოქტომბერი. შერჩევა იქნება ორ ეტაპად:განაცხადების განხილვა და გასაუბრება. პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 25 ლარს (აპლიკანტებმა თანხა უნდა გადაიხადონ სკოლაში მონაწილედ შერჩევის შემდგომ). სწავლის განგრძლივობაა 2 თვე, რომლის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. ,,სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების პროგრამა” მხარდაჭერილია National Endowment for Democracy-ის მიერ”,- აცხადებენ პროგრესის ცენტრში.
დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ:
598002110 / 557772827