თელავის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე და სპორტული კომპლექსი გაიხსნა
თელავის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე და სპორტული კომპლექსი გაიხსნა.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სარბენი ბილიკი, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები.
ასევე მოეწყო ღია სავარჯიშო კომპლექსი, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და ბავშვთა გასართობი მოედნები.
პროექტი, რომლის ღირებულება 2 259 601 ლარია, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში განხორციელდა.