ახალი ამბები

საქართველოს 7 გზის, ევროპის 3 გზის და მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონი – გაიცანით მკლავჭიდელი გურჯაანიდან

გურჯაანში მცხოვრები 23 წლის, ვასო იმერლიშვილი წარმატებული სპორტსმენია.

მან მკლავჭიდში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ბევრ წარმატებას მიაღწია.

„2014 წლიდან ვარ მკლავჭიდით გატაცებული, მაშინ 14 წლის ვიყავი, რომ დავინტერესდი და მას შემდგომ ამ სპორტში ვარ. 2016 წლიდან დღემდე ვმონაწილეობ ყოველ წელს საქართველოს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ვარ საქართველოს შვიდგზის, ევროპის სამგზის, მსოფლიოს ორგზის და ერთგზის ვიცეჩემოიონი, ასევე მრავალი საერთაშირისო ტურნირის გამარჯვებული.

ჩემთვის სპორტის ეს სახეობა არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, იგი ასოცირდება მიზნისკენ სწრაფვასთან, ჯანსაღ ცხოვრებასთან და მუდმივ დისწიპლინასთან, ჩემთვის არის ეს სპორტი, პიროვნული განვითარებაც, რადგან ყოველდღიურად ვსწავლობ რაღაც ახალს და მუდმივად ვვითარდები” – ამბობს ვასო იმერლიშვილი.

ვასო ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო 16 წლის ასაკში, პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა. მისი განმარტებით, მას შემდეგ სპორტის ამ სახეობით აქტიურად არის დაკავებული.

„სწორედ ამ ჩემპიონატზე მივიღე სერიოზული ტრამვა მარჯვენა ხელზე, მყესი გამიწყდა, ამის შემდგომ ვფიქრობდი, რომ აზრი აღარ ქონდა ჩემი კარიერის გაგრძელებას თუმცა ჟინით და ჩემს თავზე მუშაობით შევძელი, გადავლახე ეს პრობლემა. გავიარე რეაბილიტაცია და 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქრო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო-ვერცხლის აღება შევძელი. ჩემი მთავარი მოტივაცია კი ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხია, ვინც მე მგულშემატკივრობს და რა თქმა უნდა სამშობლოს სიყვარული.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებ გავაგრძელო აქტიურად ჩემი კარიერა და დავეხმარო სხვა დაინტერესებულებს გზის გაკვლევაში. მინდა ვურჩიო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ სპორტით არიან დაინტერესებული, რომ იშრომონ რაც შეიძლება ბევრი საკუთარი მიზნებისთვის და სწამდეთ საკუთარი თავის“-
განაცხადა ვასომ, knews.ge-სთან საუბრისას.