ახალი ამბები

სოფელ დუისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.

2023-2024 სასწავლო წელი დუისის საბავშვო ბაღმა 60-მდე აღსაზრდელით დაიწყო. ახლად რეაბილიტირებული სივრცე საშუალებას იძლევა ეტაპობრივად გაიზარდოს აღსაზრდელთა რაოდენობა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მხარდაჭერილია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ. 2021 წელს დაწყებული პროექტი 2 ეტაპად განხორციელდა; პირველ ეტაპზე მოხდა ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდა შენობის შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკური საშუალებებით მოწყობა, რითიც უზრუნველყოფილი იქნა აღსაზრდელთა ჰოლისტური განვითარებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა.