სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება
სკოლის დამამთავრებელ კლასებში მყოფი მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისივე თქმით, სკოლის ატესტატთან ერთად, მოსწავლეები პროფესიული განათლების მიღების შესაბამის დოკუმენტსაც მიიღებენ.
“ჩვენ, პრაქტიკულად, გვინდა, პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად გავხადოთ ზოგად განათლებაში, მაღალ კლასებში, ბუნებრივია, ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით, ვინაიდან ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების დროს უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით,” – განაცხადა გიორგი ამილახვარმა „რუსთავი 2“-ს ეთერში.