საგარეჯოში, ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოვეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტებს ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაზე წარჩინებულ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა და თვითმმართველობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
,,აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 2022-2023 სასწავლო წელს ყველაზე მაღალი შედეგი ქალაქ საგარეჯოს პირველმა საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა აჩვენეს. წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლებში ქართული და არაქართული სკოლების მოსწავლეთა მიღწევების კარგი სტატისტიკა გვაქვს; გვყავს მასშტაბური რაოდენობის სტუდენტი – 313 კურსდამთავრებული სექტემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს სწავლას, მათ შორის არიან გრანტის მქონე პირველკურსელები: 27 – 50%-იანი გრანტის, 12 – 70%-იანი გრანტის, 8 – 100% – იანი გრანტის მფლობელია. ვეცადეთ, რომ დღევანდელი დღე, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ყოფილიყო თავისი ღირებულებებითა და მნიშვნელობით, ეს ტიტული თავისთავად განაპირობებს ახალგაზრდებუს უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას”,-განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა.
წარმატებული აბიტურიენტებისთვის გამართულ ღონისძიებას, თეატრმცოდნე, ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.