ახალი ამბები

ხორბლის მწარმოებლებმა დედოფლისწყაროში აქცია გამართეს

ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მარცვლეულს დაბალ ფასად ყიდიან, თუმცა ეგეც არავის უნდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტონობით მოსავალი საწყობებში უფუჭდებათ. ისინი ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა რუსეთის ბაზრიდან უკონტროლოდ შემოსული ხორბლის დიდი რაოდენობაა. ადგილობრივი პროდუქცია კი შემოსულს კონკურენციას ვერ უწევს.

მათი თქმით, აღნიშნული მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიიღეს დაპირება რომ პრობლემა მოგვარდებოდა, სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები, თუმცა ამან პრობლემა ვერ მოაგვარა. ისინი დახმარებას შესაბამის უწყებებს სთხოვენ.