სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო
სექტემბრიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო.
კონტროლს დიდ ქალაქებში გარემოს დაცვისა სამინისტროს მოძრავი ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოებით განახორციელებენ.
სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით.
დარღვევის მეორედ და მესამედ გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა იზრდება.