ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 31 ბაღიდან სასწავლო პროცესი 27 სააღმზრდელო დაწესებულებაში განახლდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება.
მუნიციპალიტეტის 31 საბავშვო დაწესებულებიდან, 27 ბაღი გააგრძელებს სასწავლო პროცესს. სოფელ ჭაბუკიანსა და ჭიაურში ახლად აშენებული ბაღები, უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ხოლო სოფელ გვიმრიანსა და ბაღდადში, სულ მალე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება. საბავშვო ბაღები აშენდება, ასევე, სოფ. ჩადუნიანში, არეშფერანში, მსხალგორსა და განჯალაში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, თითოეული საბავშო ბაღი აკმაყოფილებს სტანდარტებს და 18 სექტემბრიდან სრული მზაობაა აღსაზრდელების მისაღებად.
დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებულია 1333 აღსაზრდელი.