ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა „ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა შესახებ“ კანონის მიღებაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა „ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა შესახებ“ კანონის მიღებაზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

დოკუმენტში დეტალები, თუ რას გულისხმობს კანონპროექტი, არ არის მითითებული, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ხანდაზმულ ადამიანთა უფლებების დაცვას.

„ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უზრუნველყოფს ასაკოვანთა და ხანდაზმულთა უფლებების უფრო ეფექტიან რეალიზებას. ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ხელს შეუწყობს ერთიანი მიდგომების საფუძველზე ასაკოვანთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების შემუშავებას,“- ვკითხულობთ სამთავრობი გეგმაში.

ცნობისთვის, ამ კანონპროექტის წარდგენას მთავრობა პარლამენტისთვის მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.