საქართველოს მოქალაქეებს ბრიტანეთში სატრანზიტო მგზავრობისთვის ვიზა დასჭირდებათ
8 სექტემბრიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზის აღება სჭირდებათ.
ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, არის სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში და ითხოვენ თავშესაფარს ჩასვლისთანავე.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, 2018 წლიდან, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად იკავებენ პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნისთვის.