მოსახლეობა -თელავის ცენტრში არსებული სკვერი მოქალაქეებისთვის არ არის უსაფრთხო
ქალაქ თელავის ცენტრში არსებული სკვერი მოქალაქეებისთვის არ არის უსაფრთხო- აღნიშნულ საკითხზე Knews.ge-სთან ადგილობრივები საუბრობენ.
მათი თქმით, ე.წ. ახალ ბაღში, სადენები არ არის სპეციალური მასალით შეფუთული. ისინი შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
,,სკვერში სადაც ბავშვები გადაადგილდებიან არ არის უსაფრთხო, რადგან დენის კაბელები ღიად არის დარჩენილი. ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები”,- აცხადებენ ადგილობრივები.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ აქვთ ინფორმაცია და მის მოსაგვარებლად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
როგორც Knews.ge-ს ენერგო-პრო ჯორჯიაში განუცხადეს, სკვერში არსებული კაბელები, რომლებიც კომპანიის საკუთრება იყო მოწესრიგებულია, სხვა კაბელების ნაწილი კი მერიას ეკუთვნის და მის გაკეთებაზე პასუხისმგებელი უწყებას დაქვემდებარებული სამსახურის ვალდებულებაა.