როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთში
12-13 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 12-13 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.
12 სექტემბერს კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.