ახალი ამბები

ყვარელი-გურჯაანის გზაზე, ავარიის შედეგად მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ყვარელში,სოფელ სანავარდოსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 72 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ყვარელი – გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანის შეკეთებას ცდილობდა.

დაშავებული თავის არეში მიღებული მძიმე ტრავმებით ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ექიმების გადაწყვეტილებით, მისი კრიტიკული მედიცინის ავტომობილით თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.