საგარეჯო – ულამაზესი ბუნებით, ისტორიული ციხეებით და ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, თავისი დაცული ტერიტორიებით, ფერადი უდაბნოთი, ისტორიული ციხე – ქალაქითა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსით ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ტურისტების სამოგზაურო რუქაზე მონიშნულია, როგორც საინტერესო ტურისტული ლოკაციების მქონე და დედაქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტი.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები – ერთ- ერთი, ულამაზესი ტურისტული მიმართულებაა კახეთში, რომელიც აერთიანებს 4 დაცულ ტერიტორიას: მარიამჯვრის ნაკრძალი, ყორუღის აღკვეთილი, იორის აღკვეთილი და ცივ-გომბორის აღკვეთილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩასული ტურისტი გაივლის უდაბნოს საოცარ ლანდშაფტს და ეწვევა ნახევრად უდაბურ მთის კალთებზე გადაჭიმულ დავით გარეჯის არიქტექტურულ ანსამბლს, რომელიც თავისი რელიგიური, კულტურული მნიშვნელობითა და გამორჩეული ფერწერის წყალობით განცვიფრებულს ტოვებს ადგილზე ჩასულ ვიზიტორებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კახეთის რეგიონის კარიბჭეა. ბოლო წლების მანძილზე, მუნიციპალიტეტს არაერთი შატო, მარანი და უფრო დიდი მასშტაბის სასტუმრო შეემატა.
საგარეჯოში აქტიურია შიდა ტურიზმი, რაც გულისხობს დედაქალაქთან გეოგრაფიულად ხელმისწავდომ, ახლო მდებარე მუნიციპალიტეტში შაბათი – კვირის გასვლით ტურებს და სასიამოვნო გარემოში დასვენებას.
ფოტოები: კახეთის გუბერნია