დღეიდან კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი მცირდება
დღეიდან, ბუნებრივი აირის საფასური მცირდება.
კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ღირებულება რეგიონებში 13 თეთრით დაკორექტირდა. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელს შეეხება.
გაზგამანაწილებელმა კომპანიების ინფორმაციით, “სოკარ ჯორჯია გაზის” შემთხვევაში ახალი ტარიფი 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან გაიზარდა. რეგიონების შემთხვევაში ტარიფმა 1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე მოიმატა, დედაქალაქში კი 1.10 ლარიდან 1.35 ლარამდე.