ახალი ამბები

სოფელ მაღაროში ოჯახს თავს დაესხნენ,სცემეს და ფული გაიტაცეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ოჯახს თავს დაესხნენ, ფული წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

ოჯახს შეიარღებული პირები შეუვარდნენ და მამა- შვილი სასტიკად სცემედ.

80 წლამდე ასაკის მამაკაცს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში სილურჯეები აღენიშნება.

დაზიანებები აქვს მიღებული მის შვილს, რომელსაც მკურნალობის კურსი ამ დრომდე უგრძელდება.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია.

თავდამსხმელებმა ოჯახიდან, მზესუმზირის ბიზნესის გაფართოებისათვის ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს, გატაცებულია ოქროს ნივთებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.