პლატფორმამ “სალამ”-ი დაბალშემოსავლიან ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად კამპანია დაიწყო
პლატფორმამ “სალამ”-ი დაბალშემოსავლიან ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად კამპანია დაიწყო.
,,პლატფორმა “სალამ”-ი უკვე ორი წელია ახორციელებს კამპანიას #აჩუქეწიგნი და პერიოდულად ქვემო-ქართლის მაღალმთიან სოფლებში და ცენტრიდან შორს მყოფ სოფლებში ბავშვებისთვის წიგნები ჩაგვაქვს. აღსანიშნავია, რომ კამპანია მთლიანად დაფუძნებულია სახალხო დაფინანსებაზე.
წელს გავაფართოვეთ ფორმატი და სამიზნე ადგილები და დავიწყეთ კამპანია #ერთიჩანთაერთიიმედი. რომელიც გულისხმობს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის ჩანთის შევსებას სასკოლო ნივთებით და მათი განვითარების სხვა საჭირო ნივთები.
ამ პატარა ჩანთების მეშვეობით აშენდება დიდი სოლიდარული საზოგადოება. რამოდენიმე დღე რჩება და ჩავალთ დანიშნულების ადგილებში. ახლა კი ზუსტად ის დროა, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან კამპანიაში,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიში ნომერი:
#GE30TB7941536080100009