ახალი ამბები

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრამდე გაგრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უწყების განმარტებით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეცხრე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 208 საძოვრის მონაცემები. მათ შორის: დედოფლისწყარო – 41, საგარეჯო – 9, თელავი – 3, სიღნაღი – 6, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, ლაგოდეხი – 5.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 28 მარტიდან სააგენტომ შეარჩია და რვა ეტაპად გამოაქვეყნა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები.