ახალი ამბები

პატარა ფილიპეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

კახეთში მცხოვრებ ფილიპე ღუბიანურს, რომელიც 1 წლის და 6 თვის ტყუპის ცალია საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

პატარას ოჯახის ახლობლების თქმით, ფილიპე რვა თვის წინ სეფსისის დიაგნოზით მოხვდა ქ.თბილისის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, სადაც განუვითარდა სეპტიკური შოკი და ჩავარდა კომაში.

მათივე განმარტებით, საქართველოში ვერ მოხერხდა შესაბამის მკურნალობის ჩატარება, კომაში ჩავარდნიდან 5 თვის შემდეგ საჭირო გახდა სტამბოლში ქოჩის საუნივერსიტეტო კლინიკაში მისი გადაყვანა, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია რის შედეგად მარცხენა დაზიანებული თირკმელი ამოუღეს, რომელიც იყო ინფექციის წყარო.

,,6 თვის თავზე ბავშვმა დაიწყო კომიდან გამოსვლა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში დამხმარე ვენტილაციაზე იმყოფება. ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა, რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადი 2500 დოლარს შეადგენს. კლინიკის დავალიანებისა და მკურნალიბის გასაგრძელებლად კი
100 ათასი დოლარია საჭირო.
ექიმების შეფასებით ფილიპეს აპარატიდან მოხსნას რამდენიმე თვე დაჭირდება შესაბამისი მკურნალობით და რეაბილიტაციით.”

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ.
მაია ღუბიანური პნ/ 08001002020.

ლიბერთი ბანკი:
#GE29LB0711105166899140

საქართველოს ბანკი:
#GE44BG0000000553273953

თიბისი ბანკი:
#GE85TB7657545068100045