ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, მიზეზი ოთხი თვის სახელფასო დავალიანებაა. როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებენ

მათი თქმით, უხელფასობის გამო ობიექტიდან 50- მდე დასაქმებული უკვე წავიდა, დარჩენილები კი ხელმძღვანელი პირის დაპირებების შესრულებად ამ დრომდე ელოდებიან.

დასაქმებულების განმარტებით, სახელფასო დავალიანება ათასობით ლარს შეადგენს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, თებერვალში დაიწყო, სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია „სათავე +” ასრულებს. კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი