ახალი ამბები

სოფელ ვაზისუბნის ,,სანაგირის” მონასტერი- ადგილი რომელიც უნდა ნახო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე ,,სანაგირის” მონასტერი ღვთისმშობლის სახელობისაა.

ისტორისკოს თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ისტორიული ძეგლი აშენებულია მე-9 საუკუნის ბოლოს. გეგმით მონასტერი წარმოადგენს დიდი ზომის, სამნავიან ბაზილიკას. ბაზილიკის მთავარი(შუა) ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელსაც გვერდებიდან მიშენებული აქვს წმინდა გიორგის და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიები. მონასტერი დღესაც მოქმედია.

ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი