ახალი ამბები

გაიცანით 18 წლის კონდიტერი თელავიდან

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა, თათია თათულაშვილი ტორტებს, სხვადასხვა სახის ნამცხვრებს და ქაფქეიქებს ამზადებს. ის კონდიტერიით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული.

ის სხვადასხვა სახის ტკბილეულს წლებს განმავლობაში ოჯახისა და მეგობრებისთვის აკეთებდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, 3 წლის წინ გადაწყვიტა საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია.

“კონდიტერიით დიდი ხანია ვარ დაინტერესებული, თუმცა ეს საქმიანობა საქტიურად ულ 2-3 წელია, რაც დავიწყე. ჩემი პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ყველაფერს ვაკეთებ ნატურალური პროდუქტით.

ჩემს მიერ დამზადებული ტკბილეული ვისაც კი გაუსინჯავს, ძალიან მოსწონს და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მოთხოვნა კი დღითირღე იზრდება. შეკვეთები ძირითადად ტორტებზეა”,- აცხადებს თათია.

ახალგაზრდა ამ დროისთვის ტორტებს, სხვადასხვა სახის ნამცხვრებს და ქაფქეიქებს ამზადებს. იგი ასევე აცხადებს, რომ სამომავლოდ ამ მიმართულებით მეტი ცოდნის მიღებას და საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს.

,,ჩემი მიზანია, რომ ვისწავლო ამ განხრით და მივიღო ყველა საჭირო ინფორმაცია, რომ სამომავლოდ მქონდეს საკუთარი რესტორანი და საკონდიტრო.

ეს საქმე ძალიან მიყვარს, გატვირთვის საშუალებაც არის ჩემთვის და მომავალშიც ვაპირებ, რომ საქმიანობა გავაფართოვო,”– აღნიშნავს თათია.

ახალგაზრდა პროდუქტს ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ყიდის. შეკვეთებს კი ფეისბუქ გვერდის დახმარებით იღებს.