ლაგოდეხში ნაყინის ფესტივალი გაიმართება
30 ივლისს, ლაგოდეხში ნაყინის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება რანის საფეხბურთო მოედანზე 18:00 საათიდან დაიწყება. სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად, სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ნაყინი – მიიღონ საჩუქრად, ან შეიძინონ, ორცხობილები, სლაშის ნაირსახეობები და გაერთონ მხიარული აქტივობებით.
,,ფესტივალზე მოსულ სტუმრებს აქ დახვდებათ ნაყინის უამრავი სახეობა, სასიამოვნო გარემო, გასართობი პროგრამები, ზღაპრის გმირები, ანიმატორები, დიჯეი, სახალისო კონკურსები და სხვა. ღონისძიების განმავლობაში შეძლებთ, დააგემოვნოთ და შეიძინოთ უგემრიელესი ნაყინის, ორცხობილების, სლაშის ნაირსახეობები და გაერთოთ ყველაზე მწვანე და მეგობრულ გარემოში. ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი პროგრამები: ანიმატორების შოუ – მუსიკალური თამაშები, თოკის გადაზიდვა, მხიარული სტარტები, ხალიჩაზე ცეკვა, დიდი საპნის ბუშტების შოუ, ილუზიონისტის შოუ, გასართობი ატრაქციონები, ზღაპრის გმირები, ანიმატორები და გათამაშებები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს Mix2ra dj set. ნაყინის ფესტივალს უმასპინძლებს ბარამბოს ნაყინი, გურჯაანის ნაყინი და გაამოს ორცხობილები”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.