წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა
წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ახალი საგამოფენო სივრცე, „გვირაბი” გაიხსნა, რომელიც მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას ერთმანეთთან კულტურის მეშვეობით დააკავშირებს.
ამ გამორჩეულ სივრცეში მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
„გვირაბში“ პირველი გამოფენა უკვე გაიხსნა. გოგი და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილების ერთობლივი გამოფენის – “თითქოს ქარი ზურგზე” დათვალიერება სასტუმროს სტუმრებს აგვისტოს ბოლომდე შეეძლებათ.