ახალი ამბები

სოფელ კარდენახში კოტე აფხაზის სასახლე მოუვლელობის გამო ნადგურდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, კოტე აფხაზის სასახლე მოუვლელობის გამო ნადგურდება. შენობა თითქმის დანგრეულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მისი რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიანიჭა.

სოფელ კარდენახის მკვიდრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დათო ტაბახმელაშვილი აცხადებს, რომ აფხაზთა ფეოდალური გვარის სასახლე დღითიდღე ნადგურდება. მისი თქმით, არსებულ მძიმე გარემოებას ემატება ისიც, რომ ვიღაცამ დაიწყო სასახლის დარჩენილი ნაწილების საშენი მასალის თავმოყრა და გატანა.

ნახეთ ვრცლად მასალა:

სოფელ კარდენახში კოტე აფხაზის სასახლე მოუვლელობის გამო ნადგურდება