თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის კედლები ინგრევა
ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
მათი თქმით, ქუჩაზე მდებარე 45გ კორპუსი ავარიულია და იქ ცხოვრება უსაფრთხო არ არის.
კორპუსში მცხოვრებლებმა დღევანდელი დღე ეზოში გაატარეს, რადგან შენობის კედლების ნაწილი ჩამოვარდა. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
,,შენობა ავარიულია, ყოველდღე იშლება და ნაწილები დაბლა ცვივა. დღესაც საკმაოდ დიდი კედლის ნაწილი ჩამოვარდა. ხომ შეიძლება დაიშალოს სულ კორპუსი ან ჩამოვარდნილი ნაწილი ვინმეს დაეცეს. 90-იანი წლების მერე ამ კორპუსს სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. ყველა სინკარს, რითიც არის აშენებული, აწერია დაწუნებულიო და ამ ხარისხის მასალისგან არის აწყობილი შენობა. დღეს გამოვიძახეთ მერიის შესაბამისი სამსახური, მოვიდნენ ნახეს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არ ვიცით. აქ ცხოვრება არის საშიში,ძალიან გვეშინია”,-აცხადებენ ადგილობრივები.