სოფელ კარდენახის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
სოფელ კარდენახში მდებარე სასტუმრო კომპლექს ამპელოში სოფელ კარდენახის შესახებ გამოცემული წიგნის ,,კარდანახი“ პრეზენტაცია მოეწყო.
ნაშრომი მოიცავს როგორც ტექსტობრივ, ისე გრაფიკულ მასალას და მკითხველს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის სოფლის ისტორიისა და ცნობილი პიროვნებების შესახებ, რომლებიც ცნობილნი იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა.
წიგნის ავტორი არის პროფესორი ელდარ ნადირაძე, ხოლო თანაავტორი გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის მენეჯერი შოთა უტიაშვილი.
წიგნის ავტორებს ნაშრომის გამოცემაში მნიშვნელოვანი თანადგომა გაუწიეს სასტუმრო კომპლესის ,,ამპელო“ მფლობელებმა გურამ, მალხაზ და მამუკა მახოშვილებმა.
წიგნის პრეზენტაციას გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ბიბლიოთეკების და მუზეუმების კურატორები და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები დაესწრნენ.