ახალი ამბები

კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა ძალაში შევიდა

კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, 1 ივლისიდან ძალაში შევიდა.

ახალი კანონმდებლობით,კლასიკური ავტომობილები (40+ ასაკის) ცალკე კატეგორიად განისაზღვრა, შემცირდა კლასიკური ავტომობილის განბაჟების ტარიფი და 1 სმ. კუბზე 1 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, დარეგულირდა კლასიკური ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული, ზღვრული გამონაბოლქვის საკითხი.
შეგახსენებთ, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა 2023 წლის აპრილში განიხილა და მას მხარი დაუჭირა. ცვლილება ასევე განხორციელდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“.

აღნიშნული პროექტებით კანონმდებლობაში კლასიკური ავტომობილების განსაზღვრების შემოტანის გარდა, მთავრობა დაარეგულირებს სფეროს იმგვარად, რომ მფლობელს გაუადვილდეს ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია. ასევე, შემცირდება და ევროპის მსგავსად დაწესდება განბაჟების ტარიფი.

კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია და დავით კაჭარავა.