დევიდ ო’ სალივანი – ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან
ჩემთვის ნათელია, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ – ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“სურვილი არ გვაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგალური ვაჭრობა დავაკნინოთ. ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც არაა სანქცირებული, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგრზელდეს ეს ექსპორტი.
რაც შეეხება საშუალოდან გრძელ პერსპექტივამდე, მეშინია, რომ რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები არ არის მთლად იმედის მომცემი, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას და მჯერა, რომ სანქციები კიდევ საკმაოდ დიდხანს დარჩება ძალაში. რომ წარმოვიდგინოთ ომის შეჩერება, რაც სამწუხაროდ ნაკლებად სავარაუდოა ამ მომენტში, რუსეთთან სხვა პრობლემებიც უნდა მოგვარდეს და სანქციები, ჩემი აზრით, 5-10 წელით კიდევ იქნება. და ყველამ ამ გარემოების მართვით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ეს საბოლოო ჯამში შეაჩერებს რუსეთის ეკონომიკას, უკვე ვხედავთ ამას, და რუსი ხალხის კეთილდღეობის დაკარგვას, რაც ბატონი პუტინის პოლიტიკური არჩევნების სამწუხარო შედეგია.
აქ იმისთვის არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ან ქართულ ბიზნესს რჩევებს ვაძლევდე თუ სად მდებარეობს მათი საუკეთესო პერსპექტივები. რაც ნათელია ჩემთვის არის ის, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ – ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას,” – განაცხადა ო’სალივანმა.