ახალი ამბები

BBC – „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა

ვაგნერის შეიარაღებული მანქანების კოლონა M4 მაგისტრალზე გამოჩნდა, რომელიც ვორონეჟსა და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს, – ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და მგზავრობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

ლიპეცკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში საზოგადოებრივი ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია.