ახალი ამბები

კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია-კახეთში, ფერმერების ნაწილმა კენკრის ბაღები მიატოვა ან გაჩეხა

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილი, ამბობს, რომ კახეთში კენკრის ბაღების დიდი ნაწილი, ფერმერებმა მიატოვეს ან გაჩეხეს.

იზოლდა ქიტესაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი გასაღების მცირე ბაზარი და ფერმერების გადაჭარბებული მოლოდინი გახდა, რადგან მათ უეკლო მაყვლის ბაღების გაშენებისას მწირი გამოცდილება და ნაკლები აგრარული განათლება ჰქონდათ. მისი თქმით, ფერმერებს ბიზნესის დაწყებისკენ სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ უბიძგა, თუმცა არ ჰქონდათ ბიზნეს-გეგმა და ეკონომიკური გათვლები.

იზოლდა ქიტესაშვილს კახეთში, გურჯაანში უეკლო მაყვალი 1 ჰექტარზე მოჰყავს. 2016 წელს ბაღის ფართობი 5 ჰექტარს შეადგენდა.