ახალი ამბები

სოფელ არხილოსკალოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გუშინ, ძლიერმა ქარმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში პრობლემები შექმნა.

ქარისგან მოგლეჯილი ხე სკოლის შენობას დაეცა. სტიქიამ ასევე სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც საჯარო სკოლის შენობას დაეცა და სახურავი დააზიანა. ასევე, ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ადგილზე ოპერატიულად მოხდა შესაბამისი სამსახურების მობილიზება. გაწმენდით სამუშაოებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი გაეცნო. სტიქიის მასშტაბი მცირეა და მისი ლიკვიდაცია ადგილობრივი ძალებით არის შესაძლებელი”,
– აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.