თელავში, ცივის მთის კალთაზე, სათავგადასავლო მარშრუტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდება
თელავში, ცივის მთის კალთაზე, სათავგადასავლო მარშრუტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდება.
აღნიშნულ საკითხზე დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ იმსჯელა. სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა გააცნო.
,,მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების ძირითადი მოტივი გამოწვეულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების დაფინანსებისათვის საბიუჯეტო სახსრების მობილიზებაში, აგრეთვე, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით (UNDP) ცივის მთის კალთაზე სათავგადასავლო მარშრუტების დაგეგმვისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის, საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოყოფილი თანხის ასახვაში.
კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტი წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.