ახალი ამბები

როდის ვიყავით ყველაზე ახლოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან. ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ეს ინტერვიუ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესის ვრცელი მიმოხილვაა.

ის იხსენებს მრავალწლიანი პროცესის ყველა მნიშვნელოვან დეტალს – ომის თავიდან არიდების არგამოყენებულ შანსს, არძინბას და შამბას ვიზიტებს თბილისში და ქართულ დელეგაციების სტუმრობას სოხუმში; შერიგების მივიწყებულ დოკუმენტებს.

ინტერვიუში საუბარია იმაზეც, თუ სად, რომელ წერტილში ვართ დღეს და სად არის გამოსავალი.

პაატა ზაქარეიშვილი არის მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. კონფლიქტოლოგი თვლის, რომ მხოლოდ თბილისს შეუძლია აფხაზები რუსულ იზოლაციისგან დაიხსნას. უკრაინის ომი კი ამის უნიკალურ შანსს იძლევა, ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.

 

წყარო: jam-news.net

იხილეთ ვრცლად მასალა:

როდის ვიყავით ყველაზე ახლოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან. ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან