ახალი ამბები

გურჯაანში კლასიკური საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება

16 ივნისს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება კლასიკური საოპერო მუსიკის საღამო.
ღონისძიება პროექტის “ოპერა შენს ქალაქში” ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები და ახალგაზრდა მომღერლები: სულხან გველესიანი, თეა დემურიშვილი, გოჩა დათუსანი, თამაზ საგინაძე, თამარ ლებანიძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნინო ჩიქოვანი, გიორგი მოციქულაშვილი, ლინა წიკლაური, ბექა გოგინაშვილი, გიორგი ბეროშვილი. ასევე თეატრის წამყვანი კონცერტმაისტერები: ირინა აივაზოვა და მაია რეხვიაშვილი.
პროექტის ხელმძღანელია ვანო გალუაშვილი. დასწრება თავისუფალია.