სამუხის ველზე ქურციკების მეცხრე თაობა დაიბადა
სამუხის ველზე ქურციკების მეცხრე თაობა დაიბადა.
“პატარა ლიკლიკები კამერის წინ ჯერ-ჯერობით არ ჩნდებიან. ისინი დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში, ძალიან რთული საპოვნელია, საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ.
ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით წარმატებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის დაცული ტერიტორია დაარსდა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისა და დაცვის მიმართულებით.”- ინფორმაციას ავრცელებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ფოტო: WWF/MEPA/APA Vajiko Kochiashvili