რა გამოწვევები აქვთ თუშეთში მოქმედ მცირე მეწარმეებს
თუშეთში მოქმედ მცირე მეწარმეებს გაუმართავი გზის პრობლემა აწუხებთ.
მათივე თქმით, ეს იქ მოქმედი ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა, რომელიც გარდა გადაადგილების პრობლემისა, ასევე ტურისტების ნაკადებსაც აფერხებს.
“გზა მხოლოდ ახლა გაიხსნა, მთელი ზამთრის მანძილზე ჩაკეტილია, ეს ყველაზე დიდი სირთულეა თუშეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, სასტუმროს მუშაობაზე ზედმეტია ლაპარაკი, გადაადგილებაც არ შეგვიძლია. სტუმრების მიღებას ამ პერიოდიდან ვიწყებთ, უკვე შეკვეთები მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ მუშაობა იქნება, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდის შემდეგ. ძირითადად ამერიკელები, ინგლისელები, ჩეხები, პოლონელები გვსტუმრობენ, შარშან უკრაინელებიც გვსტუმრობდნენ. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, თუმცა მთავარ პრობლემად გზა რჩება, მუდმივი კონტროლია საჭირო”, -განაცხადა საოჯახო სასტუმრო “კესელოს” დამფუძნებელმა ნანი არშაულიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას.