სოფელ შაშიანის ,,სამების” სახელობის ბაზილიკას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება- ფოტოები
საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადგომით და დაფინანსებით, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, სოფელ შაშიანის წმინდა ,,სამების” სახელობის ბაზილიკას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ძეგლის მცენარეული საფარისგან გაწმენდის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
,,შაშიანის სამების ეკლესია მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს შაშიანსა და კალაურს შორის ტყეში. ეკლესია აგებულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე. ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული სახით. ,,სამების” ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული სახით შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობების ფრაგმენტები, რაც მოწმობს რომ ეკლესის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი იყო მრავალი საუკუნის მანძილზე”,– განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.