სტიქიის შედეგად სოფელ ილიაწმინდაში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ ილიაწმინდაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ და სტიქიის შედეგებს გაეცნენ.
პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ზარალის შემსწავლელი მუდმივ მოქმედი კომისიის მიერ.
სტიქიამ ასევე დააზარალა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტები.