ახალი ამბები

თელავში ასოციაცია ,,საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების” წევრების ნაქარგების გამოფენა გაიმართება

10 ივნისს, 12:00 საათზე თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება აა(ი)პ ,,საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების” ნაქარგების გამოფენა.

გამოფენა ორ დღეს გასტანს და წარმოდგენილი იქნება ჯვარედინი ქარგვის და წყლით ქარგვის ნამუშევრები.

,,ფეისბუქზე რამდენიმე წლიანი მეგობრობის შემდეგ გადაწყდა, რომ ყველასთვის დიდი სიხარული იქნებოდა დაწესებულიყო ქარგვის დღე საქართველოში, სწორედ ამიტომ 2018 წლის 3 თებერვალს შევიკრიბეთ და დავაწესეთ ,,საქართველოს მქარგველთა და ხელმარჯვეთა” დღედ. ეს დღე იყო საწყისი ჩვენი შემდგომი აქტიურობის. ამ დღის შემდეგ წარმატებულად ჩავატარეთ 10 გამოფენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ახლა იგეგმება გამოფენა თელავში, რომელშიც ჩვენი წევრები მიიღებენ მონაწილეობას”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.