სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა -ფოტოები
ძლიერი წვიმისა და ქარისა გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის შიდა გზებზე ხეები წაიქცა, რამაც ელექტრო ენერგიის ბოძების დაზიანება გამოიწვია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დენის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია და პარალელურად გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
პირველადი მონაცემებით, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლის სახურავებია დაზიანებული.
უწყების ინფორმაციით, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.