ყვარელი- ყვარლის ტბის გზის პირველ კილომეტრზე, მდინარემ მილხიდს საყრდენი გამოაცალა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი-ყვარლის ტბის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, პატარა მდინარემ მილხიდს გამოაცალა საყრდენი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ადგილზე ხორციელდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია და წყლის დონის დასტაბილურებისთანავე მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს.