კახეთის რეგიონში 21 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
კახეთის რეგიონში, აშენდება 21 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება პირველ ეტაპზე, 9 საბავშვო ბაღს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს 21 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 8 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, 6 პროექტი ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა, ხოლო დარჩენილ 7 ბაღზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
2023 წელს, კახეთის რეგიონში დაიწყება შემდეგი ბაღების მშენებლობა:
ახმეტა სოფ მატნის N 3 საბავშო ბაღი
ახმეტა სოფ. ყვარელწყალის საბავშო ბაღი
გურჯაანი სოფ.ნანიანის საბავშვო ბაღი
გურჯაანი სოფ.ჩუმლაყის #1 საბავშვო ბაღი
გურჯაანი სოფ.ველისციხის საბავშვო ბაღი
გურჯაანი სოფ. ახაშენის საბავშვო ბაღი
გურჯაანი სოფ. კოლაგის საბავშვო ბაღი
დედოფლისწყარო სოფ. სამრეკლო/ჯაფარიძე
თელავი სოფ. ნაფარეულის საბავშვო ბაღი
თელავი სოფ.ლაფანყურის საბავშვო ბაღი
ლაგოდეხი სოფ. განჯალის საბავშვო ბაღი
ლაგოდეხი სოფ. ბაღდათის ს საბავშვო ბაღი
ლაგოდეხი სოფ. არეშფერანის საბავშვო ბაღი
ლაგოდეხი სოფ. მსხალგორის საბავშვო ბაღი
ლაგოდეხი სოფ. ჩადუნიანის საბავშვო ბაღი
ლაგოდეხი სოფ. გვიმრიანის საბავშვო ბაღი
საგარეჯო სოფ. ლამბალო
საგარეჯო ქ. საგარეჯოს N 6 საბავშვო ბაღი
სიღნაღი სოფ. ვაქირის საბავშვო ბაღი
სიღნაღი სოფ. ტიბაანის საბავშვო ბაღი
სიღნაღი სოფ. ქვემო მაღაროს საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.