თუშეთის მაღალმთიან ზონაში მწყემსი გარდაიცვალა
40 წლამდე ასაკის მამაკაცი სოფელ ხისოდან მაშველებისა და ადგილობრივების დახმარებით გადმოასვენეს.
გარდაცვლილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანის მკვიდრია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსი ცხვრის გადარეკვის დროს შეუძლოდ გახდა და ადგილზე მყოფმა პირებმა აღმოუჩინეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
უამინდობის გამო, მამაკაცის გადმოსასვემლნებლად ავიარეისი ვერ შესრულდა, ამიტომ გადმოსვენების პროცესში მაშველები ჩაერთნენ.
ცხედარი თავდაპირველად გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოგვიანებით კი საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ყოველი წლის ოქტომბრის თვეში იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება. გზის გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა ასრულებს.